ეროვნული სიამაყე ანუ იაგოს ღვინო 
როდესაც ქართულ ღვინოზე სიამაყით ვსაუბრობთ, იაგოს ღვინო ერთ-ერთია, რასაც ვგულისხმობთ. ეჭვგარეშეა, რომ იაგო ბითარიშვილი ქართული მეღვინეობის ვარსკვლავია. ამას აღიარებენ ისეთი გამოცემებიც, როგორიცაა: Forbes, Los Angeles Times, New York Times და Vogue. მისი მარანი სულ 2 ჰექტარია და სოფელ ჩარდახში მდებარეობს. თუმცა, მისი ღვინის არომატი მცხეთიდან ევროპას, აშშ-ს, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და იაპონიასაც კი სწვდება. დიახ, ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც იაგოს ღვინო ექსპორტზე გადის. გარდა ქვეყნების ჩამონათვალისა, შთამბეჭდავია ის ადგილებიც, სადაც იაგოს ღვინო იყიდება. მაგალითად, პარიზში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც ადგილობრივი წარმოების ღვინო ეროვნული იდენტობის ნაწილია და მიაჩნიათ, რომ საუკეთესო ღვინო მხოლოდ და მხოლოდ ფრანგულია, იაგოს ღვინოს შეხვდებით რესტორან Le Chateaubriand-ში, რომელიც ამ ქალაქის ყველაზე პრესტიჟული რესტორნების 5-ეულშია. გარდა ამისა, „ჩინებულს“ იპოვით ლონდონშიც, საუკუნოვანი ისტორიის მქონე, უთვალავი ჯილდოს მფლობელ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Ritz Carlton-ის მენიუში. ამ ადგილებში იაგოს ღვინის ფასი დაახლოებით 70-80 ევროა.  იაგო ერთი სახეობის ყურძნისგან მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს - „ჩინურს“ ანუ „ჩინებულს“ ამზადებს. ის წელიწადში 5 ათასამდე ბოთლს აწარმოებს, რომელიც ამ დრომდე 100%-ით ექსპორტზე გადიოდა, მაგრამ... იაგოს ჩინებულის შეძენა შეზღუდული რაოდენობით ახლა უკვე ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ.   

სტატიის ავტორი:

2020-05-04

მეტის ნახვა