ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია შეიქმნა 2020 წელს ერთადერთი მიზნით: მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული ნატურალური ღვინო.

ჩვენ გვჯერა მხოლოდ ნატურალური ღვინის, რომელიც გამოხატავს ადგილწარმოშობას (ე.წ. „ტერუარს“), მეღვინის ხასიათსა და მოსავლის წლის ბუნებრივ პირობებს. შესაბამისად, ჩვენთან წარმოდგენილი ყველა ღვინო დამზადებულია ყოველგვარი ქიმიური ჩარევის გარეშე, რაც უზრუნველყოფს ღვინის ბუნებრივი თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებასა და გადმოცემას.

ჩვენთან წარმოდგენილი ყველა მევენახე გახლავთ ასოციაცია ბუნებრივი ღვინო-ს წევრი, რაც წარმოადგენს ქართული ნატურალური ღვინის უმაღლესი ხარისხის ნიშანს.

ჩვენს კომპანიას არ გააჩნია და არც მომავალში ექნება ინტერესი იქონიოს ვენახი ან სხვა ფორმით ჩაერთოს ღვინის დამზადების პროცესში. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მიკერძოებულები ღვინის შერჩევისას და ვცდილობთ მაქსიმალურად ობიექტურად შევარჩიოთ წარმოდგენილი ღვინის ასორტიმენტი.

ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან ქართველ მევენახეებთან და გთავაზობთ მხოლოდ საუკეთესო ნატურალურ ღვინოს. ჩვენთან წარმოდგენილი კოლექცია ბუნებრივად არის და დარჩება მცირე და შეზღუდული, ვინაიდან მსგავსი ღვინოები იწარმოება შეზღუდული რაოდენობით. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ მცირე მეღვინეებთან და საოჯახო მარნებთან, ყოველგვარი შუამავლების გარეშე, პირდაპირ იმ ადამიანებთან რომლებიც პირადად უვლიან ვენახს, კრეფენ და წურავენ ყურძენს და ვეხმარებით თქვენამდე მოიტანონ ამ შრომის ნაყოფი, ბოთლში ჩამოსხმული. შესაბამისად, ჩვენ არ გთავაზობთ და არასდროს შემოგთავაზებთ ქარხნული წესით, მასიურად წარმოებულ ღვინოებს.

პერიოდულად ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი პარტნიორი მეღვინეების მიერ დამზადებულ სხვადასხვა პროდუქციას, როგორიცაა: ნატურალური ლუდი, სიდრი, ჭაჭა და სხვა.