ჩვენი პარტნიორები

     ასოციაცია ბუნებრივი ღვინო

ასოციაცია შეიქმნა 2017 წელს და წარმოადგენს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირს რომლებიც ეწევიან მხოლოდ ორგანულ ან ბუნებრივ მეღვინეობას.
ჩვენთან წარმოდგენილი ყველა მეღვინე არის ასოციაციის წევრი.

 

     ნიკალას მარანი

ნიკალას მარანი მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში. მარანი შექმნილია ნიკალა მღვდლიაშვილის მიერ 1928 წელს, 2005 წელს მოხდა მარნის აღდგენა და ამჟამად აწარმოებს 10-მდე სახეობის ღვინოს. ვენახები მდებარეობს სოფელ კარდენახში, წარაფის, ახოების და მანავის მიკროზონებში.
ჩვენ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ ნიკალას მარანთან და გთავაზობთ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.

 

     იაგოს ღვინო

მარანი მდებარეობს მცხეთის რაიონში სოფელ ჩარდახში, ისტორიულ მარანში ღვინის წარმოება აღსდგა 2005 წელს. იაგოს ღვინო იყო პირველი საქართველოში რომელმაც მიიღო ბიო სერთიფიკატი. წლის განმავლობასი მარანი აწარმოებს 5 ათას ბოთლამდე ჩინურს (ჩინებულს). წარმოებული ღვინო სრულად გადის ექსპორტზე. იაგოს ღვინოზე სტატიები გამოქვეყნებულია ისეთ აღიარებულ გამოცემებში როგორიცაა: Forbes, The Guardian, New York Times და სხვა. სხვადასხვა დროს ღვინო წარმოდგენილი იყო ისეთ პრესტიჟულ რესტორნებში, როგოროცაა: The Ritz London, Le Chateaubriand Paris და სხვა.
ჩვენ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ იაგოს ღვინოსთან და წარმოვადგენთ ექსკლუზიურ რეალიზატორებს საქართველოში.

 

ნიკოლაძეების მარანი 

ნიკოლაძეების მარანი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეში. ისტორიული მარანი აღსდგა 2007 წელს, ვენახები მდებარეობს სოფელ ნახშირღელეში, ამჯერად იწარმოება რამდენიმე სახეობის ღვინო (ძირითადად იმერული ჯიშები). მარნის დამფუძნებელი რამაზ ნიკოლაძე ასევე არის ასოციაცია ნატურალური ღვინოს ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ჩვენ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ ნიკოლაძეების მარანთან და გთავაზობთ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.

 

     გოცას ღვინო 

მარანი მდებარეობს სოფელ კიკეთში, თბილისიდან 25კმ-ის დაშორებით. ვენახები გაშენებულია სოფელ ასურეთში ზღვის დონიდან 550 მეტრზე. მარნის დამფუძნებელი ბექა გოცაძე ასევე გახლავთ ასოციაცია ნატურალური ღვინოს დამფუძნებელი წევრი. გოცას ღვინოს მინიჭებული აქვს ბიო აგროს ორგანული და დემეტერის სერტიფიკატები. წარმოებული ღვინის გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, გერმანია, ავსტრია და სხვა.
ჩვენ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ გოცას ღვინოსთან და გთავაზობთ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.

 

     ჭონას მარანი 

ჭონას მარანი დაარსდა 2012 წელს და მდებარეობს ქალაქ თელავში. ვენახები გაშენებულია სოფელ კურდღელაურში წინანდლის მიკროზონაში ზღვის დონიდან 550 მეტრზე. მარანი აწარმოებს კახური ჯიშის ღვინოებს: საფერავი, რქაწითელი და კახური მწვანე. 2017 წლიდან ღვინო გადის ექსპორტზე აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 
ჩვენ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ ჭონას მარანთან და გთავაზობთ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას.