წესები და პირობები

1.    შესავალი
1.1.    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Real Wine-ის (შპს ნამდვილი ღვინო) ონლაინ მაღაზიაში.
1.2.    აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებას.
1.3.    ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ვაგროვებთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენებისას.
1.4.    ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


2.    კომუნიკაცია
2.1.    ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოგიგზავნოთ. თქვენ შეგიძლიათ მოგვიანებით უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე.


3.    შეძენა/ყიდვა
3.1.    თუ გსურთ ისარგებლოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიით, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის (და არამარტო): თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი და ბარათის ვადის გასვლის თარიღი.
3.2.    თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე თქვენ ადასტურებთ, რომ: (1) თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ის ბარათი / გადახდის სხვა მეთოდი, რომელსაც იყენებთ; (2) თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და სრულყოფილი; (3) ხართ 18 წელზე მეტის.
3.3.    გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
3.4.    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის (და არამარტო): პროდუქტის / მომსახურების მიუწვდომლობა, პროდუქტისა / მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომის არსებობა და ა.შ.
3.5.    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის ან უნებართვო / უკანონო ტრანზაქციის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში.


4.    თანხის დაბრუნება/ანაზღაურება
4.1.    თუკი მიღებული პროდუქტი არ შეესებამება საიტზე აღწერილს, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე wine@realwine.ge. ჩვენ შევეცდებით უმოკლეს ვადაში ჩაგინაცვლოთ პროდუქტი ან შემოგთავაზოთ თანხის ანაზღაურება.


5.    შემადგენლობა/კონტენტი
5.1.    ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, წარმოადგენს Real Wine-ის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული მასალა სრულად ან ნაწილობრივ პირადი ან კომერციული მიზნებისთვის, წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.


6.    აკრძალული გამოყენება
6.1.    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და წინამდებარე პირობების შესაბამისად.


7.    ანალიტიკა
7.1.    ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.


8.    ანგარიშები
8.1.    როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებგვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალური. არასწორმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის და/ან შეკვეთის გაუქმება.
8.2.    თქვენ პასუხისმგებელი ხართ  თქვენი ანგარიშის, მომხმარებლის სახელის და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენი ანგარიშიდან განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობასა და ქმედებაზე. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის შესახებ.


9.    შეწყვეტა
9.1.    ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისებზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინებისა და/ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის (მაგრამ არამხოლოდ) პირობების დარღვევის შემთხვევაში.
9.2.    თუ გსურთ ანგარიშის დახურვა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება ან მოგვწეროთ მისამართზე:wine@realwine.ge


10.    მარეგულირებელი კანონი
10.1.    წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.
10.2.    ჩვენ მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება  სასამართლოს მიერ სრულად ან ნაწილობრივ ჩაითვლება ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ, წინამდებარე პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.


11.    ცვლილებები სერვისში
11.1.    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზეც.


12.    დასტური/თანხმობა
12.1.    ჩვენი სერვისით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.


13.    კონტაქტი
13.1.    გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: wine@realwine.ge