RealWine შერეული


349.4 279.89

ნაკრებში შედის 6 ბოთლი ღვინო (3 თეთრი, 2 წითელი და 1 წითელი ცქრიალა):

  1. ჩინური 2017 - იაგოს ღვინოთეთრი მშრალი ღვინო, 0.75, ალკოჰოლის შემცველობა 12.0%. ღვინო დამზადებულია ჩინური (ჩინებული) ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში 6 თვე ჭაჭაზე დავარგებით. 
  2. სოლიკოური 2018 - ნიკოლაძეების მარანითეთრი მშრალი ღვინო, 0.75, ალკოჰოლის შემცველობა 13.0%. 80 წლიანი ვენახი გაშენებულია თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეში. ღვინო დამზადებულია ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, ჭაჭაზე. 
  3. რქაწითელი 2018 - ჭონას მარანიქარვისფერი მშრალი ღვინო, 0.75ლ, ალკოჰოლის შემცველობა 14.5%. ღვინო დამზადებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ქართული ტრადიციული მეთოდით 12 თვე ქვევრში დავარგებით, აქედან 6 თვე ჭაჭაზე.
  4. საფერავი 2016 (რეზერვი) - გოცას ღვინო0.75ლ, წითელი მშრალი ღვინო, ალკოჰოლის შემცველობა 13.0%. ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, 7 დღე ჭაჭაზე დავარგებით. 
  5. ძელშავი 2018 - ნიკოლაძეების მარანი0.75ლ, წითელი მშრალი ღვინო, ალკოჰოლის შემცველობა 11.5%. ღვინო დამზადებულია ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, 4 თვე ჭაჭაზე დავარგებით. შემდგომი 4 თვე დავარგებულია ფრანგული მუხის კასრებში.
  6. თავკვერი 2018 (შუშხუნა) - გოცას ღვინო0.75ლ, ნატურალური წითელი ცქრიალა ღვინო ("პეტ-ნატი"), ალკოჰოლის შემცველობა 13.0%. ღვინო დამზადებულია თავკვერის ჯიშის ყურძნისგან. დუღილი მიმდინარეობს ქვევრში და სრულდება ბოთლში.

ნაკრები საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართული ღვინის ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს. წარმოდგენილია საუკეთესო კახური (თეთრი რქაწითელი და წითელი საფერავი)  და იმერული (თეთრი ციცქა და წითელი ძველშავი) ჯიშები. ნაკრები ასევე შეიცავს ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ნატურალური მეღვინის იაგოს ლეგენდარულ ჩინურს და გოცას ცქრიალა თავკვერს, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ ბუნებრივ მეღვინეობაში.

ფასი
279.89
ძველი ფასი
349.4
ნანახია
1961
(5.0)

მსგავსი პროდუქტები