RealWine გოცა


249.4 219.9

გაიცანით გოცა მისი შერეული ნაკრებით. გოცას მარანს მინიჭებული აქვს ბიოდინამიური სტატუსი "დემეტერ"-ის მიერ და ასევე ფლობს "Kiwa BCS"-ის ორგანულ სერტიფიკატს.

ნაკრებში შედის შუშხუნა, თეთრი და წითელი ღვინოები, ასევე ნატურალური სიდრი და ლუდი:

  1. თავკვერი 2018 (შუშხუნა) - 0.75ლ, ნატურალური წითელი ცქრიალა ღვინო ("პეტ-ნატი"), ალკოჰოლის შემცველობა 13.0%. დუღილი მიმდინარეობს ქვევრში და სრულდება ბოთლში.
  2. საფერავი 2016 (რეზერვი) - 0.75ლ, წითელი მშრალი ღვინო, ალკოჰოლის შემცველობა 13.0%. დამზადებულია ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, 7 დღე ჭაჭაზე დავარგებით. დაძველებულია ბოთლში 2 წელი.
  3. ქისი 2018 (ქარვისფერი მშრალი) - 0.75ლ, ქარვისფერი მშრალი ღვინო, ალკოჰოლის შემცველობა 15.6%. დამზადებულია ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, 6 თვე ჭაჭაზე და კლერტზე დავარგებით. 
  4. ხიხვი 2018 (ქარვისფერი მშრალი) - 0.75ლ, ქარვისფერი მშრალი ღვინო, ალკოჰოლის შემცველობა 16.7%. დამზადებულია ტრადიციული ქართული მეთოდით ქვევრში, 6 თვე ჭაჭაზე და კლერტზე დავარგებით.
  5. სიდრი - 0.75ლ, ნატურალური სიდრი, ალკოჰოლის შემცველობა 7.0%. სიდრი დამზადებულია ოთხი განსხვავებული ჯიშის ვაშლისგან, "პეტ-ნატის" ტექნოლოგიით, დუღილი მიმდინარეობს ქვევრში და სრულდება ბოთლში.
  6. ლუდი -  0.75ლ, ყურძნის ნატურალური ლუდი, ალკოჰოლის შემცველობა 6%. დადუღებულია ქვევრში ღვინის ნატურალურ საფუარზე. ალაო და ქერი მოყვანილია ადგილზე.
ფასი
219.9
ძველი ფასი
249.4
ნანახია
811
(5.0)